LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის მამა სტრასბურგის სასამართლოზე: „მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ თავის გზას ნახავს – ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?!“

167
ოთარ და ანდრო ჭიჭინაძეები

„მოლოდინი მაქვს, სამართალი იქ [სტრასბურგის სასამართლოში] თავის გზას ნახავს – ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად ერთმანეთი პირველ სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?!“ – ამის შესახებ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ, მისი შვილის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, არაპროგნოზირებადია, რას იტყვიან დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეები და პროკურორები.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

„რას მოითხოვენ კაცმა არ იცის. დასკვნებს ვერ გამოიტან, რომ რაიმე შეიცვალოს. მოლოდინი მაქვს, რომ სამართალი იქ თავისას გზას ნახავს, სწორად შეაფასებენ რასაც ნახავენ საბუთებში, იმ დასკვნას გამოიტანენ, რაც ამ საქმეში საჭიროა.

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და საქმე აღკვეთის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება“

„განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი“.

ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, პირველად ერთმანეთი პირველ სასამართლო პროცესზე გაიცნეს, რა ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი?!“ – აღნიშნა ოთარ ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

10 იანვარს გამართულ პროცესზე კი, საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.

მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.

⭕ „ჩემი ანდრუშა“ – წერს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში და დღევანდელ სასამართლო პროცესზე…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Wednesday 5 March 2025
magti 5g