2026 წლის 1-ლი იანვრიდან საფრანგეთში აიკრძალება ისეთი ტექსტილისა და კოსმეტიკის გაყიდვა, რომელიც ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. სიახლის შესახებ Chem trust წერს.
შეზღუდულ ქიმიკატთა სიაში 15-მდე სხვადასხვა ნივთიერება შედის. მათ ამატებენ პომადებში, ტონალურ კოსმეტიკაში, ჩრდილებში და წამწამების ტუშებში, ასევე სხვა დეკორატიულ საშუალებებში, რათა გახადონ ისინი უფრო გამძლე და ადვილად გამოსაყენებელი.
ტანსაცმელს ამ ნივთიერებებს იმ შემთხვევაში ამატებენ, როცა სურთ რომ მათ წყალგამძლე ან ცეცხლგამძლე ფუნქცია დაუმატონ.
ეს ნივთიერებები ბუნებრივი გზით არ იშლებიან და შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში წლობით დაგროვდნენ, გამოიწვიონ სერიოზული დაავადებები, მათ შორის კიბოც. წყალში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიკატები ადამიანის ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენენ.
ახალი წესი გავრცელდება როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე იმპორტირებულ ნივთებზე. თუმცა, გამონაკლისი დაიშვება პროფესიონალურ ან დამცავ ეკიპირებაზე.