LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება

64

ბრიუსელი გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება. ბელგიის დედაქალაქი 6-დან 9 სექტემბრამდე გურმანთა სამოთხედ გადაიქცევა. ფესტივალი „ჭამე, დალიე, ბრიუსელი“ წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. ბრიუსელში 12 ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეული შეიკრიბება და თავის საფირმო კერძებს მოამზადებს. ფრანგული ბორდოს რეგიონის 50-მდე მეღვინე კი სტუმრებს ყველაზე გამორჩეული უგემრიელესი ღვინოებით გაუმასპინძლდება. განსხვავებით წინა წლებისა, გემრიელად მირთმევის მოყვარულებს წელს ყველის ბარი, „საიდუმლო სათამაშო მაგიდა“ და ბრმა დეგუსტაციებიც ელოდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები