გაითვალისწინეთ დღევანდელი დღის მთავარი მინიშნება – თუ სახლიდან გამოსულს ქარმა სახეში დაგიბერათ, დაფიქრდით, იქნება არ ღირს იქ მისვლა, სადაც გეგმავდით.
ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პარტნიორთან ურთიერთობისას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის, სამეცნიერო და კველევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ახალი სამსახურის მოძიება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას, არ ღირს ზედმეტი ინფორმაციით გონების გადაღლა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, გიაცინტი, აკვამარინი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს