LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელი ხალხი ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა“ – ემანუელ მაკრონი

138
2025-03-06_01-36-21_880284

უკრაინელი ხალხი ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პუტინის რუსეთი დაუსჯელი დარჩება, ევროპის კონტინენტზე მშვიდობა გარანტირებული აღარ იქნება.

„უკრაინელი ხალხი მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის არ იბრძვის, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა, რომელიც საფრთხის ქვეშაა. ევროპაში, თუ ქვეყანას შეუძლია შეიჭრას თავის მეზობელ [ქვეყანაში] და დაუსჯელი დარჩეს… მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე გარანტირებული აღარ იქნება.

რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, არჩევნების მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს… როგორ ჩანს, ამ აგრესიამ არავითარი საზღვრები არ იცის. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება”, – განაცხადა მაკრონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g