LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ მოღალატე, მუდამ მოღალატე!“ – რას ფიქრობს ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკთან შერიგებაზე და როგორ შეიტყო მან 10 წლის წინ მეუღლის ღალატის შესახებ

181
www.fortunaplus.ge

მსოფლიო მედია მოცულია ბენ აფლეკისა და მისი ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის გახშირებული შეხვედრებით. ყოველივე ამის ფონზე, სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი ცოლ-ქმრის უახლესმა ვიდეომ დაიპყრო სოციალური ქსელები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვევს ხელს ბენი ჯენის და სექსუალურად ეხუტება.

ფოტო/ვიდეო: ხელს ხვევს და სექსუალურად ეხუტება – ჯეი ლო ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უახლესი ვიდეოთი შოკირებულია

გარდა იმისა, რომ ჯეი ლო შოკშია ნანახით, როგორც ჩანს, თავად ჯენიფერ გარნერიც გაოგნებულია მის გარშემო მიმდინარე სიახლეებით.

ინსაიდერის ცნობით, გარნერს საოცრად ეშინია, ხელახლა არ შეუყვარდეს თავისი შვილების მამა. თანაც, გასათვალისწინებელია აფლეკის ერთი ძალიან ცუდი თვისება, ის მოღალატეა და აქვე მოვიშველიებთ მრავალგზის დამტკიცებულ ფრაზას, „ერთხელ მოღალატე, მუდამ მოღალატე“.

„ჯენიფერს ეშინია, ისევ თავდავიწყებით არ შეუყვარდეს ბენი, მას აქვს მის მიმართ გარკვეული გრძნობები, თუმცა, ყოფილ ქმარს აღარ ენდობა“, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, 10 წლის წინ, ბენ აფლეკმა ჯენიფერ გარნერს ბავშვების ძიძასთან, ქრისტინე ოზუნიანთან უღალატა.

„მან მე სააბაზანო ოთახში შემიტყუა და მაცდუნა“, – აცხადებდა წლების წინ კრისტინე.

გარნერმა კი ქმრის ღალატის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ძიძის მიერ შეგნებულად დატოვებული ორსულობის ტესტი აღმოაჩინა საძინებელ ოთახში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები