LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

106
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტალეჰ კაზიმოვის შეხვედრა.

მხარეებმა მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ მაკროეკონომიკურ გარემოს, საფინანსო სექტორს და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას მონეტარულ პოლიტიკაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთმხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.

magti 5g