LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს, პროპაგანდისტების ჯგუფი ებრძვის ყველას, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია“ – თენგიზ შარმანაშვილი

141
თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ტალახაძე

„ეს არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან და რა თქმა უნდა ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან ყველანაირ ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც. მაგრამ როდესაც ერთი პატრონი ჰყავთ მათ და ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ის ფონდები, რომლებიც მათ პატრონობდნენ, ამ არასწორი საქციელის ჩადენის გამო, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა.
წარმოიდგინეთ, იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა, თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ესტონეთის მიერ სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, თუ რის გამო დაეკისრათ მათ შეზღუდვები.

„პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი: ირაკლი ზარქუა, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში; ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით; ბექა ოდიშარია, გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g