რა დროა საჭირო ესპანეთის შესაყვარებლად?! – მხოლოდ 10 წამი. ესპანელმა მრბოლელმა ფერნანდო ალონსომ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა საინტერესო აქცია წამოიწყეს. #spainin10sec. ტურიზმის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ახალი კამპანიაა და ის მოგზაურებს მხოლოდ 10 წამს აძლევს იმისთვის, რომ ესპანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ალონსო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაში ჩაება და შემდეგ ესტაფეტა „ფორსაჟის“ ვარსკვლავს მსახობ ელსა პატაკს გადასცა. ელსასა და ალონსოს სულ მალე რაფაელ ნადალი და მიშლენის რამდენიმე ვარსკვლავის მფლობელი შეფ-მზარეული ხუან მარია არზაკიც აყვნენ და სამშობლოს სიყვარული ყველას გაუზიარეს.