ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთ პოპულარულ სოციალურ პლატფორმაზე, „ტიკ-ტოკზე“ ნარკოტიკული საშუალებების თემატიკის ვიდეოების გავრცელების საკითხს ეხმიანება.
ზურა სიხარულიძე აცხადებს, რომ იმ ვიდეოების 95%, რომლებიც ნარკოტიკებზე საუბრობს, სრულად პროპაგანდისტულია. მისივე თქმით, რეალურ პრობლემებზე მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი საუბრობს, დანარჩენი კი ნარკოტიკების პროპაგანდას ემსახურება.
„დიდი ხანია, ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ახლა ამისთვის დრო არ არის – უფრო დიდი პრობლემებია. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია იმის ყურება და მოსმენა, რაც TikTok-ზე ნარკოტიკების თემასთან დაკავშირებით ხდება. სწორედ ამის გამო ეს პლატფორმა წავშალე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კონტენტს საკმაოდ ბევრი ნახვა და გაზიარება ჰქონდა.
იმ ვიდეოების 95%, რომლებიც ნარკოტიკებზე საუბრობს, სრულად პროპაგანდისტულია. იმის მიხედვით, რაც იქ ხდება, შეიძლება დავასკვნათ, თუ რა უბედურება ტრიალებს DarkNet-ში და რა მასშტაბი აქვს ნარკოტიკების გავრცელებას ქვეყანაში.
ალგორითმი ისეა მოწყობილი, რომ თუ ეს თემა გაინტერესებს, მუდმივად მსგავს კონტენტს გაწვდის. მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი საუბრობს რეალურ პრობლემებზე, დანარჩენი კი ნარკოტიკების პროპაგანდას ემსახურება. არ ვიცი, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და როგორ უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ ეს დაუშვებელია“, – წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
დიდი ხანია, ვაპირებდი ამის დაწერას, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ახლა ამისთვის დრო არ არის – უფრო დიდი პრობლემებია. მიუხედავად…
Posted by Zura Sikharulidze on კვირა, 09 მარტი, 2025