LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის Aston Martin ნახევარ მილიონ დოლარად შეაფასეს

84

30 წლის  Aston Martin, რომელსაც სახურავიც კი არ აქვს, ნახევარ მილიონ დოლარად შეაფასეს. უნიკალური ავტომობილი გასაყიდად კლასიკური ავტომობილების ბრიტანულმა დილერმა – Hexagon Classics-მა გამოიტანა. მოდელი, რომელიც 37 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია – 80-იანი წლების მეორე ნახევარშია გამოშვებული. წინასწარი ინფორმაციით, უნიკალური სპორტქარის საწყისი ღირებულება 345 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება და ვაჭრობის დროს ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

Aston Martin ატელიე Zagato-თან ჯერ კიდევ 60-იან წლებში თანამშრომლობდა და იტალიელები სპორტული ავტომობილებისთვის მსუბუქ და ელეგანტურ ძარებს ქმნიდნენ. 1986 წლიდან 1990 წლამდე 52 დახურული და 37 ღია ძარის მქონე ავტომობილი აიწყო, ამასთან მოდელი რომელსაც Hexagon Classics ყიდის, კიდევ უფრო უნიკალურია – ის ერთ-ერთია 12 კაბრიოლეტს შორის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს. მოდელს V8 5.3 ძრავი აქვს და 420 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ამასთან ის დღემდე მუშა მდგომარეობაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები