რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ მიშა ზაქარიაშვილი და ედუარდ უგულავა სტუმრობდნენ, გადაცემაში მათი ერთობლივი ნამუშევრის „სირაჩხანა“ პრემიერა შედგა.
დიდი ხანია თანამშრომლობთ, როგორია თქვენი საერთო გეგმები?
ედუარდ უგულავა: წლებია ვმუშაობთ სიმღერებზე. მიშიკო განსაკუთრებული კომპოზიტორია. მიშა ზაქარიაშვილი: ედუარდი უძლიერესი პოეტია, ძალიან ნიჭიერი ადამიანია.
მიშა, რა სიახლეებია შენს კარიერაში, შემოქმედებაში?
მიშა ზაქარიაშვილი: მაქვს რაღაც სიმღერები. ზოგადად, მე წელიწადში 1-2 სიმღერას ვაკეთებ ხოლმე, ეს, ალბათ, მონატრების ამბავიც არის, არ მინდა ხალხი შევაწუხო. ერთ წელიწადში 60 წლის ვხვდები და მინდა, რომ სპექტაკლით შევხვდე.
ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
მიშა ზაქარიაშვილი: ამ სიმღერას მამაჩემიც მღეროდა.
ედუარდ უგულავა: ესძველი თბილისური სიმღერაა, განვაახლეთ.
მიშა ზაქარიაშვილი: გადავაკეთეთ და ედუარდმა ისეთი ტექსტი დამიწერა, ყველა იძახის, რომ გაჰიტდება. მაგარი ლექსია. გაიგებს ხალხი, რისი თქმაც მინდა. სიმღერის არანჟირება ხვიჩა ხარაიშვილს ეკუთვნის.
მიშა ზაქარიაშვილი – სირაჩხანა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ზაქარიაშვილი – ქუჩა
ედუარდ უგულავა – ლაზარე გამოვედ გარე
მიშა ზაქარიაშვილი & ედუარდ უგულავა. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”