„ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმძღვანელოებში შესატანი თემა. ასეთი სამარცხვინო ამბავი, რასაც ახლა ვაკვირდებით, მე ვფიქრობ, რომ აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – ამ განცხადებით „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ასეთი მართლმსაჯულების პირობებში ქვეყანას მომავალი არ ექნება.
„საუბარი იყო იმაზე, რომ პროკურორები ვითომდა რაღაც მტკიცებულებად იყენებენ რაღაც ვიდეოს, რომელიც საჯარო სივრცეში მოიპოვეს. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ ეს არის ტროლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.
„შსს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს ტოტალური კონტროლისთვის იყენებს, ეს მიზნად ისახავს აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას“ – ნონა ქურდოვანიძე
ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
იგივე პროკურორები მზია ამაღლობელის შემთხვევაში საჯაროდ მოპოვებულ მტკიცებულებას დაუშვებლად ცნობენ. წარმოუდგენელია კანონის უზენაესობის ასე ფეხქვეშ გათელვა, ეს არის დაუშვებელი. ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება ასეთი მართლმსაჯულების პირობებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ინფორმაციისთვის, ბადრი ჯაფარიძე სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, აღნიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა.
ცნობისთვის, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავა.
დაკავებულებიდან სამ მათგანს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-იდან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-იდან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
⭕ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული არჩილ…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Wednesday 12 March 2025