LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ბუაძე: „მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო – თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“

135
საბა ბუაძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვურჩევ, დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის“, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

ბუაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რეპრესიულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის „დიდი ნარკოტიკული კარტელების და ქსელების მფარველი, ისე ამ სამარცხვინო ნარკოპოლიტიკის ინსპირატორი, ინიციატორი ჩვენს ქვეყანაში“.

„ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რეპრესიულ ცვლილებებს ნარკოპოლიტიკაში. მინდა საზოგადოებას გავახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში მარიხუანას პლანტაციის გაშენების გზით ფულის გაკეთებას გეგმავდა და ამ ინიციატივით რამდენიმე წელში, ჩვენ გვიანონსებენ ახლა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ამ პრობლემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ემსახურება. ამ ცვლილების მიზანია მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებულია სავალდებულო შემოწმებების, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯასთან. „ქართული ოცნების“ დამსახურებით საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში. ჩვენ ძალიან მაღალი რაოდენობა გვაქვს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების, ძალიან სერიოზული და მასშტაბურია ჩვენთან ნარკოპოლიტიკის პრობლემა, რასაც სჭირდება ცხადია, ამ ყველაფრის თვისობრივად გადააზრება და ასევე, სჭირდება დევნიდან მზრუნველობაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე გადასვლა. ამ სფეროში მეტი ინვესტირება სჭირდება განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გვქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა, როგორც დღეს ამ ქვეყანაში არის და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მინდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მივმართო, რომ სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ სავალდებულო ნარკოშემოწმება, დაიტესტონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები. ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით. [მათ ვურჩევ] დაიწყონ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებაზე ანალიზის გაკეთება და საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზნებისთვის რაღაც მორიგი კამპანია, არამედ ისინი ამ პრობლემის სერიოზულად მოგვარებას აპირებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის.

„ქართულ ოცნებას“ ეს უნდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაამძაფროს რეპრესიები და პირდაპირ იერიში მიიტანოს იმ საზოგადოებაზე, რომელსაც ამ ქვეყანაში უნდა მოღალატეობრივი რეჟიმის ცვლილება და ამას აკეთებს, ნარკოპოლიტიკაში – აი, ამ დრაკონული, სამარცხვინო ცვლილებების გზით“, – განაცხადა ბუაძემ.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ,,ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა“ – მამუკა მდინარაძე

„მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი – ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g