LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი – არ მაინტერესებს ეს ადამიანი, აღარ არის პრეზიდენტი

583
ხაბე

ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის – არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი, სურვილი არ მაქვს, რომ შევაფასო, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი

„მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ. ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მნიშვნელოვანია მათ საკუთარი ფუნქცია იგივე საგარეო მიმართულებით იპოვონ, ძალიან ბევრი მუშაობს და კარგია, ასევე, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რაც შეეხება კოორდინაციას: “ამას ვიზამ”, ზეგ შესაძლოა “ვაიმეო” თქვან. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, ვისაც აინტერესებს, უსმინოს ამას.

ერთადერთი საკითხი შეიძლება იყოს პრობლემური დღეს, ეს არის კოორდინირება პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კოორდინაცია არსებობდეს. კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონება, რომ მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი, ჩემთვის საინტერესო არ არის.

ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია. ის ვალდებული იყო რუსულია აგენტურის მიერ გასამართლებული პრეზიდენტი ციხეში არ ჩაეტოვებინა. მე პირადად და ჩემ პარტიას მოთხოვნა, რომ ეს უნდა გააკეთოს, არ გვქონია. არ გააკეთა? – ეს მისი ღირებულებები საკითხია. მე არ მაინტერესებს ეს ადამიანი, სურვილი არ მაქვს რომ შევაფასო. აღარ არის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი „მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g