LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია

110
ექსპორტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება.

გასულ წელს 47%-იანი (92.7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25%-იანი (32.2 მლნ აშშ დოლარი) – მინერალური და მტკნარი წყლების, 27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) – უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) – ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში.

შარშან სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288.6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი 47.9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163.8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი 254 მლნ ლიტრი იყო; ღვინის ექსპორტის ღირებულება 276 მლნ აშშ დოლარით, მოცულობა კი 94.7 მლნ ლიტრით განისაზღვრა; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებად – 139.1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობად კი 150 მლნ ლიტრი დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g