„ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს – როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფონდების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს:
„მე ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთებს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად, აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიცაა, ვთქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების.
ნინო წილოსანი: „ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი რამდენიმე ფონდის, მათ შორის „ნანუკას ფონდის“ დაყადაღებას ეხმაურება.
ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. რასაკვირველია, ფონდებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. რეალურად, ამ დაფინანსების წყაროებთან უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ღია და საზოგადოებისათვის ცნობილი.
თუ ამ თემებთან მიმართებაში პრეტენზია არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი განცხადებაც გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა. ფონდი გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები მე არ ვიცი, ალბათ, შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის.
პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.
„ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას. ჯერ ბჭობენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი