ფიფამ 2017-2018 წლების სეზონის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე (The Best) სამი ნომინანტი გამოავლინა. „შორტ-ლისტში“ მოხვდნენ: კრიშტიანო რონალდო (“რეალი”/”იუვენტუსი”, პორტუგალიის ნაკრები), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატიის ნაკრები) და მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”, ეგვიპტის ნაკრები).
საინტერესოა, რომ ზუსტად ეს სამეული აცხადებდა პრეტენზიას უეფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე, რომელიც, საბოლოოდ, მოდრიჩმა მოიგო.
სამეულში ვერ მოხვდა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი. პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, არგენტინელს ვერ ვხედავთ საბოლოო სიაში.
საუკეთესო მწვრთნელობაზე პრეტენზიას აცხადებენ:
ზლატკო დალიჩი (ხორვატია), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), ზინედინ ზიდანი (რეალი).
საუკეთესო მეკარეს ამ სამიდან აარჩევენ:
ტიბო კურტუა (ჩელსი, ბელგიის ნაკრები), უფო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთის ნაკრები), კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანიის ნაკრები).
დაჯილდოების ცერემონია 24 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება.