გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მათივე ცნობით, მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი, რის შედეგადაც ერთმა მეორე დანით დაჭრა.
„მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს“. – უთხრა ambebi.ge-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ცნობისთვის, გლდანში მამაკაცი მოკლეს. დანაშაული დილით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის 1-ელ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“