LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“ – ირაკლი კობახიძის თქმით, დანიგანთან შეხვედრა ბოჭორიშვილის ინიციატივით გაიმართა

260
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-03-20T004446.414

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.

ასევე, კობახიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს.

ამასთან, ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რიგგარეშე არჩევნებზე.

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ „დიფ სთეითი” აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და „დიფ სთეითის” სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება „დიფ სთეითის” დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობერ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g