ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ტროტუარზე ავტომობილების პარირებას აპროტესტებს და ქვეითთა უფლებების დაცვას ითხოვს.
მესხიშვილის თქმით, დაუცველია უამრავი ფეხით მოსიარულე, მათ შორის სკოლასთან მყოფი უამრავი ბავშვი.
“ის რაც ჭავჭავაძის გამზირზე (N 36, N 38) თსუ-ს VI კორპუსთან და 55-ე სკოლასთან ხდება არის სირცხვილი თბილისის მერიის და სახე ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის (რომელიც არც გვაქვს სინამდვილეში). სრულიად დაუცველია ფეხით მოსიარულე, მათ შორის სკოლასთან მყოფი უამრავი ბავშვი. სად არის უამრავჯერ საჯაროდ გაცემული დაპირება: “ჩვენ დავიცავთ ქვეითად მოსიარულეს!”. ორი რკინის ბოძი ვერ გიშოვიათ რომ დააყენოთ ტროტუარის დასაწყისში?! ან სად არის რეაგირება ტრანსპორტის კომპანიის მხრიდან? სრული კატასტროფა!” – წერს დავით მესხიშვილი.
ფოტოების ავტორი დავით მესხიშვილი