„ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რუსები დაარღვევენ შეთანხმებას, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს
ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.
„ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.
„ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს – მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს“, – აღნიშნა მან.
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს