„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა თეა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მელია წერს, ამბავს დიდი მნიშვნელობა ექნება და ბევრ რამეს ახსნის.
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის კითხვაზე – „რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა“: „როდესაც რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით, ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი. გამახსენა „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ;
მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“. – წერს ნიკა მელია.
გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენა 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი… გამახსენა ქართული ოცნება და გრიგოლ ვაშაძის…
Posted by Nika Melia on Wednesday 26 March 2025