LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას?“…„წონა არაფერს ცვლის, ძალიან ბევრი გამხდარია უენერგიო“ – ძიძის არჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში დისკუსია გაიმართა

3208
2025-03-27_00-48-52_835622

გადაცემა „პრაიმშოუში“ ძიძის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

როგორც ერთ-ერთი ძიძების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ძიძის არჩევის დროს არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი და მათ შორის არის ვიზუალიც, სიმაღლე და წონაც.

„თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას?…როდესაც კანდიდატი მესამე სართულზე ამოდის და უკვე დაღლილია, ის როგორ შეძლებს მთელი დღე მუშაობას. ოჯახი მოქნილობაზე ნერვიულობს. ზოგს მაგალითად მეგრელი არ უნდა, ზოგს კახელი და ა.შ“, – ამბობს ძიძების სააგენტოს ხელმძღვანელი.

ხსენებულმა თემამ კამათი გამოიწვია. მსახიობ ნანუკა გულუას თქმით, ამ კრიტერიუმს არ ეთანხმება, რადგან ჰყავდა ჭარბწონიანი ძიძა, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას.

„მყავდა ძიძა, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ მრგვალი ფორმები და იდეალურად უვლიდა ბავშვებს. არ ვეთანხმები ამ კრიტერიუმს, რადგან ვთვლი რომ თუ სხვა ყველაფერი რიგზეა, წონა არაფერს ცვლის. მეც ჭარბი წონა მაქვს, მაგრამ სუპერ ენერგიული და სუპერ ჰიგიენური ვარ. ასევე მოქნილიც. რამდენი გამხდარია, რომელიც ზარმაცია და უკვე დაღლილი იბადება“, – საუბრობს ნანუკა გულუა.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ასევე აღნიშნავს, რომ მისი ორი ჭარბწონიანი მეგობარი იდეალურად უვლიდა ჩვილ ტყუპებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდებათ.

„გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობები არსებობს ვიდრე ჭარბწონიანობაა და ვთვლი, რომ ძიძა ამ კრიტერიუმით არ უნდა ფასდებოდეს“, – ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g