LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ზღაპრული ქალაქები, რომელთაც შემოდგომაზე უნდა ესტუმროთ

84

როგორი წვიმიანი, მოწყენილიც არ უნდა იყოს შემოდგომა, აუცილებლად შეგიყვარდებათ ღრუბლიანი ამინდი, თუ „მელანქოლიურ სეზონზე“ ევროპას ესტუმრებით.

ტალინი, ესტონეთი – შუასაუკუნეების არქიტექტურა, ვიწრო სიმპათიური ქუჩები და  სახლები პასტელის ფერებში – შემოდგომაზე ტალინი განსაკუთრებით ლამაზია, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი ურბანისტული პეიზაჟებით დატკბობა მყუდრო კაფეში ფინჯანი ყავით და გემრიელი ორცხობილითაც შეიძლება.

ბრიუგე, ბელგია – ბრუგე წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მშვენიერია, თუმცა შემოდგომის  ქალაქი, რომელიც წითელ-ყვითელ ფერებში „იღებება“, ყველაზე თავგამოდებულ ცინიკოსსაც სენტიმენტალურ გრძნობებს გაუღვიძებს.

პრაღა, ჩეხეთი – რა თქმა უნდა, პრაღა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველა ნამდვილმა მოგზაურმა, თუმცა, შემოდგომაზე, როცა ქალაქი ფერად ფოთლებში იძირება, ბაღებსა და პარკებში სეირნობას მართლაც არაფერი სჯობია.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები