LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსი, რომელიც ჰაერს ასუფთავებს

128

ბრიტანეთის ქუჩებში გამოჩნდა ავტობუსი, რომელიც ჰაერს დაბინძურების ნაცვლად ასუფთავებს. უჩვეულო ტრანსპორტი დასაწყისისთვის ქალაქ საუთჰემპტონში იმოძრავებს და მომავალში სხვა ქალაქებშიც გავრცელდება.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული ქალაქი ჰაერის დაბინძურების დონით გაერთიანებულ სამეფოში ნამდვილი ლიდერია, ამიტომ ჰაერის გაწმენა ყველაზე მეტად სწორედ მას სჭირდება. სასარგებლო ავტობუსი ადგილობრივებს მოემსახურება და პარალელურად გარემოსაც გაასუფთავებს, როგორც პროექტის ავტორები აზუსტებენ ტრანსპორტს გაფილტვრის ისეთი სისტემა აქვს დამონტაჟებული, რომ ჰაერის გაწმენდა 10 მეტრის სიმაღლემდე შეუძლია. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰაერის გასუფთავება მგზავრთა ჯანმრთელობაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები