LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური თავდასხმები უკრაინაზე – ეს არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

115
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ „საჰაერო თავდასხმების რაოდენობის ზრდით, რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს ავლენს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“.

მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

„რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს – გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს.

ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა – შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ევროპას, მთელმა მსოფლიომ – დაინახა, რომ რუსეთი აპირებს ომისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ არ შეიძლება ზეწოლის შემსუბუქება. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებასა და მშვიდობის დაახლოებისკენ“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g