თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.
ოქრუაშვილმა თბილისის პროკურატურა უკვე დატოვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ინფორმაცია „ფორტუნას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
ოქრუაშვილმა მისვლაზე უარი განაცხადა, მოგვიანებით კი პროკურატურას მისი არ მისვლის შესახებ ინფორმაციის გადაცემისთანავე გამოძიება დაიწყო.
ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვას შემდეგ: ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი – თავი საბავშვო ბაღში მეგონა
„არანაირი საპარლამენტო კომისია არ არსებობს“
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.