LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დროს ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს სილურჯე, სუნთქვის გაჩერება, ცნობიერების კარგვა და გულყრაც კი“: რატომ ემართებათ ბავშვებს და რა იწვევს ჩაბჟირებას, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს? – პედიატრი ძმები გვირჩევენ

328
დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები

რატომ ემართებათ ბავშვებს, რა იწვევს ე.წ ჩაბჟირებას და რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს? – პედიატრი ძმები, დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები განმარტავენ რა არის მცირეწლოვანებში ჩაბჟირების მიზეზი, ძირითადად რა ასაკის ბავშვებს ემართებათ და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს.

„ჩაბჟირება შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვი განიცდის შიშს, ეს შეიძლება მოხდეს ემოციური სტრესის დროს. ამ დროს ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს სილურჯე ან სიფერმკრთალე, სუნთქვის გაჩერება, ცნობიერების კარგვა და გულყრაც კი.

ყველაზე ხშირი ასაკია 1 ან 2 წლის ასაკი. 4-8 წლის ასაკის პერიოდში როგორც წესი დალაგდება ხოლმე ჩაბჟირების ეპიზოდები და ბავშვებს ეს უკვე აღარ ემართებათ…

როგორ ვიქცევით ჩაბჟირების დროს?

პირველ რიგში მშობლები უნდა დავამშვიდოთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა საშიშროებას არ წარმოადგენს და უნდა დავადგინოთ რა არის გამომწვევი მიზეზი მაგალითად არის თუ არა ეს შიში, ტანტრუმი თუ რამე კონკრეტული გამღიზიანებელი.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვთან არ შევიდეთ კონფლიქტში, რათა ავირიდოთ თავიდან ასეთი არასასიამოვნო მდგომარეობა… მწვავე ეპიზოდის დროს შეგვიძლია ცივი საფენი დავაფინოთ ბავშვს შუბლის მიდამოში.

ჩაბჟირება შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთებამდეც კი და არ უნდა შეგვეშინდეს, რადგანაც ის თავისით გადაივლის. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ექიმმა დანიშნოს გარკვეული სახის მედიკამენტები, თუმცა ამას მხოლოდ ექიმი გადაწყვეტს“, – ამბობენ პედიატრი ძმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g