25 წლიანი ქორწინების შემდეგ, მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განქორწინების ზღვარზე არიან, ამის შესახებ რამდენიმე დასავლური მედია წერს.
წელს მაიკლი 81 წლის ხდება და როგორც ჩანს, მისი ასაკი კეტრინისთვის დისკომფორტის მიზეზი გახდა. ინსაიდერის თქმით, დუგლასი სულ უფრო მეტად საჭიროებს ზრუნვას.
წყაროს ცნობით, წყვილმა საერთო ქონების გაყიდვა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, მათ ბერმუდის კუნძულებზე არსებული საკუთრება გასაყიდად გამოიტანეს, ფასი – 10.6 მილიონი დოლარი. ასევე ეძებენ მყიდველს ნიუ-იორკში, მდებარე პენტჰაუზზე (საწყისი ფასი – 21.5 მილიონი დოლარი). გასაყიდად ასევე გამოტანილია სახლი მაიორკაზე – 32.4 მილიონ დოლარად, და ასევე, ნიუ-იორკში მდებარე საგვარეულო საცხოვრებელი, სადაც ისინი 2019 წლიდან ცხოვრობენ – მისი ფასი 12 მილიონი დოლარია.
ცნობისთვის, მაიკლი და კეტრინი 2000 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ზრდასრული შვილი, 24 წლის დილანი და 21 წლის კერისი ჰყავს.

