ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გადაცემა „იმედის დღეს“ სტუმრობდა, სადაც პირადი სივრცის, სტილის და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ ისაუბრა.
„ჩემი ბავშვობა 6 წლამდე გავატარე სოხუმში, ერთადერთი რაც იქიდან გადარჩა ბავშვობის ალბომი და წამლები იყო.
8 წლიდან თეატრში ვიზრდები, 14 წლიდან უკვე ხელფასიც კი მქონდა თეატრში. 38 წლის ვარ და 30 წელია აქედან თეატრში ვარ.
აღდგომას დავრგე 21 ძირი კიპარისი ჩემთან უჯარმაში და დიდი სიამოვნება მივიღე“, – ამბობს გიორგი გასვიანი.
გიორგი გასვიანმა გადაცემაში მეუღლეზე, მარიტა მელიქიშვილზე და მის შრომისმოყვარეობაზეც ისაუბრა.
„მარიტამ ისე აიღო დიპლომი, რომ თავისი ხელით დაწერა ყველაფერი და საოცარი ნაშრომი ჰქონდა, მე ძალიან ამაყი ვარ ამით“, – ამბობს გიორგი გასვიანი.
ფოტო: „ჩვენი ქორწინება 4 წლის თავზე“ – გიორგი გასვიანი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
ფოტო: „დღეს მარიტას დაბადების დღეა, მიყვარხარ“ – გიორგი გასვიანი მეუღლეს იუბილეს ულოცავს