მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირის პირველივე დღეს გიორგი სარდალაშვილმა ფინალში გასვლა შეძლო, სადაც მისი მეტოქე რუსი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც საერთაშორისო დროშით ასპარეზობდა.
ქართველმა სპორტსმენმა რუსი მეტოქის დამარცხება შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ თავისი გამარჯვება შეყვარებულს მომღერალ ანანო სამხარაძეს მიუძღვნა.
ლაშა ბექაური გვიზიარებს კადრებს, სადაც სპორტსმენი რჩეულთან ერთად ქუჩაში სეირნობს.