ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აქცენტი შიდა დაპირისპირების თავიდან აცილებაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო ახლა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.
„მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, ჩავერეოდი და დავიცავდი, მაგრამ იქ ვერ ვნახე ეს – არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან..
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ნუთუ, გგონიათ, რომ ქუჩაში ვინმე ირბენს და რამეს დავუთმობთ? ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ? ამიტომ, დავფიქრდეთ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან – მერე ჩვენ ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სამარცხვინოდ დამთავრებას ჯობს, წესიერად ვიყოთ, შევიყვაროთ ჭეშმარიტება..
ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. ჩემთვის, არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანონ თავისი. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: „ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო… დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მესაუბრონ?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.