LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის სკოლები ჯანსაღ კვებაზე გადადიან

107
school-dinners-spain-kwgD-U70628

ესპანეთში სკოლების კვებასთან დაკავშირებით ახალი წესი შემოიღეს. ამიერიდან ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში ყოველდღიური მენიუს ნაწილი უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული, ასევე უნდა შემცირდეს ნახევარ ფაბრიკატები და კერძებში ცხიმის ოდენობა. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

სკოლებმა განსაკუთრებული ყურადღება პროდუქტის ხარისხს უნდა მიაქციონ: ხილ-ბოსტნეულის 45% მაინც სეზონური უნდა იყოს. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულების სადილის ბიუჯეტის 5% ორგანულ პროდუქციაზე უნდა დაიხარჯოს.

სკოლებს კვირაში 3 დღე თევზი უნდა ჰქონდეთ, ხოლო ნახევარ ფაბრიკატები ისეთი როგორიცაა პიცა ან ნაგეტსი თვეში მხოლოდ ერთხელ დაიშვება. სრულად უნდა აიკრძალოს ენერგეტიკული სასმელი და პროდუქტი შაქრის, მარილის და ცხიმების დიდი შემცველობით.

ყველა ცვლილება – ბავშვებში ზედმეტ წონასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ნაწილია. ქვეყნის ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, სიმსუქნის პრობლემა ესპანელი მოსწავლეების 30%-ს აწუხებს.

კვების ახალი სტანდარტები ქვეყნის ყველა სკოლაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები