LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხანძარს მე თავად შევესწარი, ზუსტად 5 წუთში განვითარდა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გადაარჩენდი ისეთი მდგომარეობა იყო…“ – რას ჰყვება თვითმხილველი და ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

511
ხანძარი ვაგზლის მიმდებარედ

„ხანძარს მე თავად შევესწარი, ზუსტად 5 წუთში განვითარდა ყველაფერი, ეს არის ჩემი მაღაზია, აქ ვცხოვრობ, პირველივე სახანძროს მოვყევი. ვერაფერს ვერ გადაარჩენდი ისეთი მდგომარეობა იყო…“ – ამის შესახებ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძართან დაკავშირებით ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

თვითმხილველის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მისთვის უცნობია.

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ჰყვება, აღნიშნულ ტერიტორიაზე აალებადი ნივთიერებები იყიდებოდა:

„ხანძარს მე თავად შევესწარი, ზუსტად ხუთ წუთში განვითარდა ყველაფერი, ეს არის ჩემი მაღაზია, აქ ვცხოვრობ, პირველივე სახანძროს მოვყევი. ვერაფერს ვერ გადაარჩენდი ისეთი მდგომარეობა იყო…

არ ვიცი ხანძრის მიზეზი, მე კი არა შეიძლება ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს…

უკან აალებული იყო, აფეთქების ხმა არ იყო გარდა იმისა, რომ მერე მასალები იწვოდა, აქ საერთოდ აალებადი ნივთიერებები იყიდებოდა…“ – ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

magti 5g