LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხეთში დასვენებისა და ძალების აღდგენის ბაღი გაჩნდა

106
uYpO6G

ჩეხეთში, ქალაქ სტრაკონიცეს საავადმყოფოში შექმნიან მწვანე ზონას რეაბილიტაციისა და დასვენებისთვის.

ახალი ბაღი, რომლის ფართობიც 7 ათასი კვადრატული მეტრია, გახდება ადგილი სადაც პაციენტებს მკურნალობის შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაში დაეხმარებიან, ასევე ვიზიტორები და საავადმყოფოს თანამშრომლები ქალაქის სიგიჟისგან დასვენებას შეძლებენ. სივრცეს ხეებით, ბუჩქებით და პატარა წყალსაცავებით გააფორმებენ.

ბაღში კოორდინაციის გასაუმჯობესებლად, კუნთებისა და სახსრების გასაძლიერებლად ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ. იქვე იქნება ასევე სასეირნო ბილიკი, რომელიც სისხლის მიმოქცევას შეუწყობს ხელს. ეს დაეხმარებათ პაციენტებს რეაბილიტაციაში , საავადმყოფოს პერსონალს კი სამუშაოს შემდეგ დაძაბულობის მოხსნაში.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს და 2026 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები