ატელიე Brabus აბუ დაბიში თავს საცხოვრებელ კომპლექსს ააგებს. ეს იქნება კერძო კუნძული დიზაინერული 13 სართულიანი კოშკებით, ასობით ვილით, დახურული პლაჟებით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და კატერებისა და იახტების სადგომებით. Brabus Island-ში აპარტამენტების ღირებულება 700 ათასი ევროდან დაიწყება, პენტჰაუსებისა და ვილების ფასი კი მილიონობით დოლარი იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროების საზომით ეს არც თუ ისე ბევრია.
არქიტექტურული შედევრი გააერთიანებს 4 ცათამბჯენს, თითოს 352 რეზიდენციით, ასევე 96 ცალ ცალკე მდგომ სახლს, მათ შორის თვინ-ვილებს, ტაუნჰაუსებს და პლაჟის სახლებს. Brabus Island-ში მცხოვრებლებს საკუთარი პლაჟი და იახტის სადგომი ექნებათ, ანუ ყველაფერი რასაც ლუქს კლასის საცხოვრებლისგან უნდა ელოდონ. ფასების შესაბამისია, 700 ათასიდან 6,5 მილიონ ევრომდე.
კომპლექსი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულდება, რაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების სტილში იდეალურად ჩაეწერება.








