მსახიობ გია როინიშვილს ოჯახში ბედნიერება ეწვია. მას შვილიშვილი შეეძინა.
ვახო კანდელაკსა და მარიამ როინიშვილს შვილი შეეძინათ
ამ სასიხარულო მოვლენას მსახიობი ემოციური პოსტით ეხმიანება სოციალურ ქსელში და მოლოცვისთვის ყველას მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით კირა და მე მოლოცვისთვის და სიყვარულისთვის… სიცოცხლეს გაუმარჯოს,“ – წერს გია როინიშვილი და ახალშობილთან გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
მრავალი თბილი კომენტარი და მილოცვა მოჰყვა გია როინიშვილის პოსტს, სადაც გულშემატკივრები ახალშობილს ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას უსურვებენ.

ცნობისთვის, მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მარიამისა და მსახიობ ვახო კანდელაკისთვის ეს პირველი საერთო შვილია. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კირა დაარქვეს.
დედა-შვილის უთბილესი კადრი – მარიამ როინიშვილისა და პატარა კირას პირველი ფოტო