LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: „საქართველო სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს – ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო“

135
ლევან დავითაშვილი

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა – საქართველო აეროპორტის [სოხუმის აეროპორტი] საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO უჭერს“, – ამ განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებზე დაწყების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

კიდევ ერთ კითხვაზე, მიმართეს თუ არა რუსულ მხარეს, დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ პოზიციას ყოველთვის ღიად აფიქსირებენ და ეს რუსული მხარისთვის გასაგებია.

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა – საქართველო აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO უჭერს.

ჩვენ ICAO-თან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება „ოკუპაციის შესახებ“ კანონს.

თეონა აქუბარდია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ფრენებზე: „ეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ოკუპაციის და ანექსიური პროცესების კიდევ ერთი გამოხატულებაა“

„ბუნებრივია, ნამდვილი მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის ნაწილის ანექსიის ამ ახალ განზომილებას „ოცნება“ ჩუმი თანხმობით ხვდება“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.

საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე, მაგრამ გვესმის, რომ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე საპასუხო ზომები იმ რუსული კომპანიების მიმართ, ვინც თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დაფრინავს, მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიები, რომლებიც „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევენ, საქართველოში ვერ იოპერირებენ.

„ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ მათზე გავლენის საშუალება არ გვექნება, ეს არის ობიექტური გარემოება. ეს არის ოკუპირებული და არაღიარებული ტერიტორია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვისა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.

„თბილისის პროტესტის მიუხედავად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის თვითმფრინავები იფრენენ“ – რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩი

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო – სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს. მათივე ცნობით, პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

სოხუმის მიმართულებით ავიარეისებს ასევე განახორციელებენ Ifly-ის ავიახაზები მოსკოვიდან და NordStar-ი მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g