LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რომელი ზოდიაქოს ნიშნებს შეუძლიათ დიდი სიყვარული: „სამი ფავორიტია სიყვარულში მაისის თვეში…“

235
მიხეილ ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი „პოსტალიონში“ ზოდიაქოს ნიშნების სიყვარულის უნარზე საუბრობს.

„გაზაფხული ტრადიციულად სიყვარულთან ასოცირდება… მაისი სიყვარულის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. სიყვარულს მართავს პლანეტა ვენერა. უმაღლესი სიყვარული განეკუთვნება პლანეტა ნეპტუნს, თუ ამ პლანეტების შეერთება აქვს ადამიანს დაბადების მომენტში, მას შეუძლია უმაღლესი სიყვარულის გამოხატვა.

ვენერა მთელი მაისი იქნება ვერძის ზოდიაქოში, ეს არის ცეცხლის სტიქია, წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული გველოდება მაისში, ცეცხლოვანი, ვნებიანი, აქტიური, კომუნიკაცია მაღალ დონეზე, შეუპოვრობა სასიყვარულო პარტნიორებთან მიმართებაში. ახლა გამოცოცხლდებიან. ცეცხლი კარგია, მაგრამ წვავს კიდეც. იქნება კამათისადმი მიდრეკილება და საკუთარი პოზიციის დაცვის პერსპექტივა, მათ შორის, აგრესიული ფორმით, პარტნიორებს შორის.

სამი ფავორიტია სიყვარულში მაისში – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, ეს სამი განსაკუთრებით, მათ შემდეგ მოდის კურო, რადგან კუროს პერიოდია…

ტყუპმა მთლიანობაში იცის სიყვარული, მაგრამ ისეთი, როგორიც ვერძმა, რომელიც გადაჰყვება ადამიანს, ან კურომ, რომელსაც სიყვარულის ლამაზად შეფუთვა შეუძლია, ასეთი ტყუპს ნაკლებად აქვს. კირჩხიბს მოსწონს ადამიანი, რომელსაც უყვარს ოჯახური ფასეულობები და უყვარს ჭამა, მაცივარი აქვს სავსე. ლომი სიყვარულის სიმბოლოა, თავისთავად ლომმა იცის ლამაზი და ღრმა, თეატრალური სიყვარული“, აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g