მოტოების მწარმოებელმა კომპანიებმა 20-მდე „ცხელი“ სიახლე წარადგინეს და ეს მაშინ როცა წინა გამოფენა მხოლოდ ერთი თვის წინ იყო და ამდენ სიახლეს ალბათ არავინ მოელოდა. გამოფენამ გულგრილი არავინ დატოვა და იქ ყველაფრის ნახვა იყო შესაძლებელი – გამძლე ყველგანმავალები, გიჟური ბაიკები, ჰიფსტერული კლასიკა თუ ბევრი სხვა მოდელი, რომელსაც ჟურნალისტებმა სახელიც ვერ მოუფიქრეს.