სოციალური ქსელის მომხმარებელი Bacho Opera ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს.
კადრებში ვხედავთ, როგორ აატირა „ხალხურის“ ნახევარფინალისტის, შაბან მამედოვის ემოციურმა შესრულებამ მისი დედა.
„ეს დალოცვილი ისე მღერის, რომ დედა ტირის,“ – აღნიშნავს Bacho Opera.
ცნობისთვის, შაბან მამედოვი – მარნეულში მცხოვრები შესანიშნავი მომღერალი „პირველმა არხმა“ აღმოაჩინა. მაყურებლის წინაშე შაბანი გენიალური ქართული სიმღერის შესრულებით წარდგა. „დაიგვიანეს“ სოციალურ ქსელში განთავსებისთანავე აიტაცა მაყურებელმა.
„ხალხურის“ ნახევარფინალისტი შაბან მამედოვი „პირველ არხს“ ესტუმრა და ისაუბრა იმ წარმატების შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში შესრულებულ სიმღერას „დაიგვიანეს“ უკავშირდება.
როგორც შაბან მამედოვმა აღნიშნა, მსგავს გამოხმაურებას მსმენელის მხრიდან არ ელოდა.