LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო კენჭიაშვილი 7 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე, მასშტაბურ ტურნეს ბათუმიდან დაიწყებს

616
დათო კენჭიაშვილი

დათო კენჭიაშვილი 7 მაისს პირველად თავისი სოლოკარიერის განმავლობაში, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს.

მასშტაბური პროექტი, რომელიც დათო კენჭიაშვილის ტურნეს გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სწორედ ბათუმიდან აიღებს სტარტს.

საზაფხულო თეატრის შემდეგ, დათო კენჭიაშვილი საკუთარ ბენდთან ერთად 23 ივნისს უკვე ქუთაისს ეწვევა, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩანიშნულია კონცერტები კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში.

ტურნეს დაგეგმვის ინსპირაცია მომღერალმა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის შემდეგ მიიღო, დათო კენჭიაშვილს ამ ღონისძიების შემდეგ ხშირად სწერენ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები წერილებს, სადაც სხვადასხვა რეგიონში მის კონცერტებს ითხოვენ.

დათო კენჭიაშვილი:

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის შემდეგ, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა, უამრავი წერილი მივიღეთ, სადაც გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ თბილისში ჩემს კონცერტზე დასწრება ვერ შეძლეს. ამიტომ მე თავად ჩავალ ჩემს მსმენელთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაგვეხმარებიან და ხელს შეგვიწყობენ კონცერტების გამართვაში.

მასშტაბურ ტურნეს ბათუმში ვხსნით 7 მაისს. სხვათა შორის, ამ დღეს იუბილარი ვარ და დაბადების დღეს სცენაზე, ჩემს მსმენელთან ერთად აღვნიშნავ…

7 მაისის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g