LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო კენჭიაშვილი: „იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩემი შემოქმედება არ მოსწონდათ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც კოლეგები არ მიღებდნენ…“

127
დათო კენჭიაშვილი

დათო კენჭიაშვილი ჟურნალ ჟურნალ „სარკესთან“ იხსნებს პერიოდს, როდესაც კოლეგები არ იღებდნენ:

„იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩემი შემოქმედება არ მოსწონდა… ბუნებრივია, იყო ბევრი გულისტკივილი, მაგრამ ისიც გაცნობიერებული მაქვს, რო ყველას ვერ ვეყვარები და ყველა ვერ იქნება ჩემი შემოქმედების ნაწილი. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც კოლეგები არ მიღებდნენ…

მიიღეთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ გიღებდნენ?

ვერა, რადგან რთულია გაიგო, რა კრიტერიუმებით აფასებდნენ და აღიქვამდნენ ჩემს ხელოვნებას. მე ვთვლი, რომ ხელოვნება საკონკურენტო არ არის. უბრალოდ, მგონია, რომ ახალი ფორმით მიწოდებული ჩემი შემოქმედება მათთვის ადვილად მისაღები არ იყო. ყოველი წინააღმდეგობა უფრო მეტს გაკეთებინებს და უკეთესიც არის შენი შემოქმედებისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g