LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა

113
Capture

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ქვემო ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრმა ყოფილ გუბერნატორს, გიორგი დოხტურიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონების განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა კოორდინაციის აუცილებლობასა და სახელმწიფო რწმუნებულის როლზე რეგიონში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დღეს დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g