„კიდევ ერთხელ დავწერ მე მგონი საჭიროა და პატარაა ეს ქალაქი და ყველამ ყველაფერი იცის მაგრამ, როგორც ყოველთვის მალავს ყველა რომ უბედურება ტრიალებს ეს ორი კვირაა ქალაქში ‼️‼️‼️‼️“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე წერს.
„ბოლო დღეებში არაერთმა კლინიკამ დამირეკა და მითხრა რომ ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის რიცხვი საკმაოდ მაღალია და დიდი ეჭვია, რომ იყოს ფენტანილის ზედოზირების შემთხვევები. ფენტანილი არის ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდი, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს.
კიდე ერთხელ დავწერ, რას ვაკეთებთ ფენტანილის ზედოზირების დროს?
- დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (112)
– ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. - ნალოქსონის გამოყენება (Naloxone/Narcan)
– შეიყვანეთ ნალოქსონი
– ფენტანილის შემთხვევაში შეიძლება მეტი დოზა იყოს საჭირო. - ძირითადი სასიცოცხლო მხარდაჭერა
– CPR ან ხელოვნური სუნთქვა, თუ პაციენტი არ სუნთქავს ან არ აქვს პულსი.
– არ დააყოვნოთ, თუნდაც ნალოქსონის გამოყენების შემდეგ. - გადაყვანა ჰოსპიტალში
– ინტენსიური მეთვალყურეობა სავალდებულოა, რადგან ნალოქსონის მოქმედება დროებითია და ფენტანილის მოქმედება შეიძლება განახლდეს.
საჭიროა სახელმწიფომ გადადგას გადაუდებელი ნაბიჯები:
• ნაზალური ნალოქსონის (ნალტრექსონის) რეგისტრაცია და იმპორტი საქართველოში
• მისი ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის
გათვალისწინეთ, ნუ მიატოვეთ ადამიანს მარტო თუ გაქვთ ეჭვი რომ მან მიიღო ნარკოტიკი !!!“, – წერს ზურა სიხარულიძე.