LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსჯეს

23621593_1750109758627060_6113603650742149555_n-e1519824671912 (1)

თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, თემურ გორგაძეს, 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსჯეს.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით, გორგაძე დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის მცდელობაში. გამოძიების ვერსიით, გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ,  7 000  დოლარი მოსთხოვა.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გორგაძე , 2018 წლის 28 თებერვალს, მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g