LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა უცხოეთში 481.5 მლნ ლარი დახარჯეს

104
ტურიზმი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 614.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი (44.1%) განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, ძირითადად, მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 481.5 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g