„ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ – უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „სამწუხაროდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას“. მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება საერთო ძალისხმევით არ გაერთიანდება, ძალიან მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს:
„უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“ – გიგი წერეთელი
მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ დისკუსია დაწყებულია და მისი ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება. მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი ნამდვილად ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ და მანამდე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხედოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.