Wizz Air-ი სომხეთის ავიაბაზარზე ლიდერობისკენ ისწრაფვის – უნგრული ავიაკომპანია მიმდინარე წლის ოქტომბერში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, საკუთარ ბაზას გახსნის, რომელიც მისთვის, მსოფლიო მასშტაბით, რიგით 34-ე იქნება.
Wizz Air-ი მგზავრებს, საკუთარი ბაზის მეშვეობით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ორი თანამედროვე თვითმფრინავით Airbus A321neo ევროპის ექვსი ქვეყნის რვა მიმართულებით ფრენის შესაძლებლობას მისცემს. ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში, ფასი 30 ევროდან იწყება.
ოქტომბრიდან კი მგზავრები შეძლებენ იფრინონ ერევანსა და ბარის, ბუქარესტს, ჰამბურგს, ნეაპოლს, ნიცას, მემინგენს, პაფოსსა და პრაღას შორის ახალი პირდაპირი რეისებით.
Wizz Air-ი 2025 წელს ერევნიდან ფრენებს, ჯამში, 10 ქვეყნის 17 მიმართულებით შეასრულებს, რაც მას 1.2 მლნ ბილეთის გაყიდვის საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, Wizz Air-ი სომხეთის ავიაბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს